ჟივასეპტი გელი
 

გამოყენების ინსტრუქცია

ჟივასეპტი გელი                                           

ხელისა და კანის სადეზინფექციო გელი

გამოყენება

ჟივასეპტი გელი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც გამიზნულია:

–ხელის ჰიგიენური დეზინფექციისათვის საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში, საზოგადოებრივ და კომერციულ ობიექტებში, კვების მრეწველობაში, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში, ვეტერინარიასა და საყოფაცხოვრებო პირობებში.

–ხელის ქირურგიული დეზინფექციისათვის.

ინგრედიენტები:

ჟივასეპტი გელის 100 გრამი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: 66გ ეთილის სპირტი (CAS 64-17-5)

სხვა ინგრედიენტები: კანის დამარბილებელი, გელის მაფორმირებელი პოლიმერი, საღებავი და პარფიუმერული ნაერთი

მოქმედების სპექტრი

ბაქტერიოციდული (მათ შორის MRSA), ტუბერკულოციდური, ვირუციდული (HBV/HIV/HCV) და ფუნგიციდური

გამოყენების მეთოდი

ჟივასეპტი გელის გამოყენება ხდება განუზავებლად.

ჰიგიენური დეზინფექცია ხორციელდება ხელზე გელის საჭირო რაოდენობის შეზელვით ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი ექსპოზიციის დროის მიხედვით.

ქირურგიული დეზინფექცია ხორციელდება ხელის საპნითა და წყლით დაბანის შემდეგ, კანზე საჭირო რაოდენობის გელის შეზელვით ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილი დროის მიხედვით.

სამიზნე

დოზირება

ექსპოზიციის დრო

ხელის ჰიგიენური დეზინფექცია

3მლ *

30 წამი

ხელის ქირურგიული დეზინფექცია

2x3მლ*

5 (3+2) წუთი

 

* დეზინფექტანტის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს ხელის სრულად დასველებისთვის

შენახვის პირობები

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და კარგად ვენტილირებულ ადგილას, აალების წყაროს, საკვების, სასმელისა და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან მოშორებით არაუმეტეს 300C ტემპერატურისა.

შენახვის ვადა: 2 წელი

შპს „ჟივასი”

ასენ იორდანოვის ბულვარი #14, 1592 სოფია, ბულგარეთი

ტელ. / ფაქსი: +359 2 9817823; +359 2 9802507

zhivas@techno-link.com

www.zhivas.com

© 2016 Solopharm Ltd.