ოქსიულტრა
 

ოქსიულტრა განკუთვნილია:

-ინვაზიური და არაინვაზიური სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების, სამედიცინო და ლაბორატორიული აღჭურვილობისა და სამედიცინო დაწესებულებებში ზედაპირების დეზინფექციისა და წმენდისათვის.

-თერმომგრძნობიარე და თერმორეზისტენტული სამედიცინო აპარატურის (საანესთეზიო აღჭურვილობა, ენდოსკოპები, ბრონქოსკოპები) მაღალი დონის ცივი ქიმიური დეზინფექციისათვის.

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები:

პერაცეტმჟავა (CAS 79-21-0) 1500 ppm 1% ხსნარში, მიღებული „in situ” ნატრიუმის პერკარბონატიდან (CAS 15630-89-4) და TAED (CAS 10543-57-4)

დამხმარე ინგრედიენტები:

კათიონური სურფაქტანტი, კოროზიის ინჰიბიტორები, ხელატური აგენტი.

 

მოქმედების სპექტრი

ბაქტერიციდული–მიკობაქტერიციდული–ფუნგიციდური–ვირუციდული და სპოროციდული

 

გამოყენების მეთოდი

ოქსიულტრა გრანულების ფორმის კონცენტრატია, რომელიც წყალში გახსნილი სახით გამოიყენება ცხრილში მოცემული კონცენტრაციებითა და ექსპოზიციის დროით.

 

გამოიყენეთ მზომი კოვზი და ოთახის ტემპერატურის ონკანის წყალი, სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად. დააცადეთ 15–20 წთ გახსნისათვის, ურიეთ ნელა. წყლის სიხისტის მიმართ რაიმე მოთხოვნები არ არსებობს.

 

დეზინფექცია ტარდება ხსნარში სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის ჩაყურსვით ან სამედიცინო აპარატურის ზედაპირების მოწმენდით. მაღალი დონის ცივი დეზინფექციის ჩასატარებლად, დარწმუნდით, რომ ყველა შიდა ღრუ სრულადაა  შევსებული ხსნარით. დეზინფექციის შემდეგ გარეცხეთ სტერილური წყლით.

სამიზნე

მიკრობიოლოგიური აქტივობა

სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია

ექსპოზიცია

ინვაზიური და არაინვაზიური სამედიცინო და სტომატოლო-გიური ინსტრუმენტების, სამედი-ცინო აპარატურისა და სამედი-ცინო დაწესებულებებში ზედაპ-ირების დეზინფექცია და წმენდა.

ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, ვირუციდული

1%

10გ/1ლ წყალი

30 წუთი

სამედიცინო ინსტრუმენტებისა და თერმომგრძნობიარე და თერმორეზისტენტული სამედიცინო აღჭურვილობის მაღალი დონის ცივი ქიმიური დეზინფექცია.

ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, ვირუციდული, მიკობაქტერიციდული, სპოროციდული

 

2%

20გ/1ლ წყალი

 

10 წუთი

 

შენახვის პირობები

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალ კონტეინერში, მშრალ, კარგად ვენტილირებულ, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 0–350 C ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა

1კგ და 3 კგ კონტეინერები

 

შენახვის ვადა:

2 წელი

© 2016 Solopharm Ltd.