სოლოსეპტი
 

სოლოსეპტი

კანისა და ხელის სადეზინფექციო, გამოყენებისათვის მზა ხსნარი

გამოყენება

სოლოსეპტი სპირტზე დაფუძნებული მძლავრი ანტისეპტიკია, რომელიც გამოიყენება:

  • ხელის ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექცისათვის
  • სამედიცინო მანიპულაციებისა და ქირურგიული ინტერვენციების წინ დაუზიანებელი კანის დეზინფექციისათვის.

სოლოსეპტი ფართოდ გამოიყენება:

  • საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის ინსტიტუციებში
  • საზოგადოებრივ და კომერციულ დაწესებულებებში
  • ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიებში
  • საკვების დასამუშავებელ ინდუსტრიაში

ინგრედიენტები

სოლოსეპტის თითოეული 100 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები - 80 გ ეთილის სპირტი (CAS 64-17-5)

დამხმარე ინგრედიენტები: კანის დამარბილებლები (გლიცერინი, ბისაბოლოლი და d-პანთენოლი)

მოქმედების სპექტრი

ბაქტერიოციდული (მ/შ MRSA), მიკობაქტერიოციდული, ვირუციდული და ფუნგიციდური. ტესტირებულია EN1500, EN12791, EN13727, EN13624, EN14384 და EN14476-ის შესაბამისად.

გამოყენების მეთოდი

სოლოსეპტი გამოიყენება განუზავებლად. გამოიყენეთ საპნითა და წყლით დაბანის შემდგომ  ხელის/სხეული კანზე  პირდაპირ ან სველი ბურთულაკით შეზელვით. დასამუშავებელი არე სრულად უნდა იყოს ხსნარით  დასველებული მოთხოვნილი ექსპოზიციის დროით (იხილეთ ცხრილი ქვემოთ)

ხელის ქირურგიული დეზინფექციისათვის რეკომენდებულია იდაყვის შესაფერისი დისპენსერის გამოყენება.

დანიშნულება

დოზირება

ექსპოზიცია

ხელის ჰიგიენური დეზინფექცია

3 მლ

30 წმ

ხელის ქირურგიული დეზინფექცია

2X3მლ

3 (2X1,5) წთ

ინექციების წინ კანის დეზინფექცია

კარგად დასველება

30 წმ

სამედიცინო მანიპულაციების წინ და პრეოპერაციულად კანის დეზინფექცია

კარგად დასველება

1-2 წთ

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ , მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, კარგად ვენტილირებულ, მზის პირდაპირი სხივებისგან, აალების წყაროებისგან და ღია ალით გამათბობლებისგან დაცულ ადგილზე, <350C პირობებში

შეფუთვა (HDPE) 1000 მლ, 500 მლ და 200 მლ სპრეიერიან ბოთლებში,  3, 5 და 10 ლ ბალონებში (HDPE)

შენახვის ვადა

3 წელი

შპს „ჟივას“

ასენ იორდანოვის ბლვდ 14, სოფია 1592,  ბულგარეთი

ტელ/ფაქსი:  +359 2 981 78 23 , +359 2 9802507 , zhivas@techno-link.com  www.zhivas.com

© 2016 Solopharm Ltd.