სოლოდეზ რაპიდ MD 1ლ
 

სამედიცინო მოწყობილობებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ნაზი და მგრძნობიარე ზედაპირების რეცხვა/დეზინფექციის უსპირტო და უალდეჰიდო გამოყენებისათვის მზა ხსნარი

გამოყენება

სოლოდეზ რაპიდ MD განკუთვნილია სამედიცინო სექტორში ისეთი სხვადასხვა სახის ზედაპირის მოწმენდითა თუ მისხურებით სწრაფი დეზინფექციისათვის, როგორიცაა სამანიპულაციო მაგიდები, გადასაფარებლები და მატრასები, ზედაპირები ემერჯენსის განყოფილებებში, ამბულატორიებში და ა.შ. სპირტების შემცველობის არარსებობა, მის გამოყენებას სპირტმგრძნობიარე (მაგალითად აკრილის მინა) ზედაპირებზე განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის.

აღნიშნული პროდუქტი შესაფერისია ისეთი სამედიცინო მოწყობილობების დეზინფექციისა და რეცხვისათვის, როგორიცაა ახალშობილთა ინკუბატორები, ულტრაბგერითი და სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა.

მახასიათებლები  სოლოდეზ რაპიდ MD  კომპანიის მიერ, სტაბილიზაციის გზით მიღებული 4%-იანი ხსნარია, რომელიც ალკილამინის, მეოთხეული ამონიუმის ნაერთებისა და სურფაქტანტების კომბინაციას ეფუძნება. იგი უალდეჰიდო, უფენოლო და უქლორო პროდუქტია. პრეპარატი მიკრობიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრსა და ექსპოზიციის მცირე დროს ავლენს. ორგანული დაბინძურება მის ბიოციდურ აქტიურობაზე გავლენას არ ახდენს.

სოლოდეზ რაპიდ MD  მძლავრი მრეცხი ეფექტით ხასიათდება. იგი ზედაპირებს ორგანული ნივთიერების შეშრობისგან იცავს და ზედაპირს წყალში ხსნადი ცილები ადვილად სცილდება.

გარეგნული სახე           უფერო ხსნარი

pH                                    9.4 – 9.6

აქტიური ინგრედიენტები (ყოველ 100გ-ზე)

ბენზალკონიუმის ქლორიდი (CAS 68424-85-1) – 0.40 გ

დიდეცილ დიმეთილ ამონიუმის ქლორიდი (CAS 7173-51-5) – 0.20 გ

ნ-(3-ამინოპროპილ)-ნ-დოდეცილპროპან-1,3-დიამინი (CAS 2372-82-9) – 0.24 გ

კლასიფიკაცია

სოლოდეზ რაპიდ MD შეესაბამება სამედიცინო პროდუქტების ევროპული დირექტივის 93/42/EEC  ქიმიური დეზინფექტანტების მოთხოვნებს და კლასიფიცირებულია როგორც IIa კლასის სამედიცინო პროდუქტი

მოქმედების სპექტრი

ბაქტერიოციდული (მ/შ MRSA) - მიკობაქტერიციდული (მ/შ Tbc) - ფუნგიციდური - ვირუციდული

გამოყენების მეთოდი

სოლოდეზ რაპიდ MD გამოიყენება განუზავებლად. დეზინფექცია ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებებში ზედაპირებზე და სამედიცინო აპარატურაზე მისხურებით ან სველი ტილოთი მოწმენდით  სრულ დასველებამდე.

სამიზნე

მოქმედება

ექსპოზიცია

სამედიცინო აპარატურისა და სამედიცინო დაწესებულებებში ზედაპირების რეცხვა და დეზინფექცია

ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური და ვირუციდული

5 წთ

მიკობაქტერიოციდული

30 წთ

 

 

შენახვის პირობები:

მჭიდროდ დახურულ ორიგინალ კონტეინერში მშრალ და კარგად ვენტილირებულ შენობაში 50C დან 300C-მდე

გაფრთხილება

თვალთან კონტაქტისას, დაუყოვნებლივ ამოირეცხეთ დიდი ოდენობით წყლითა და მოიძიეთ სამედიცინო რჩევა. კანთან კონტაქტისას, ჩამოირეცხეთ დიდი ოდენობით წყლით.  ნუ დაღვრით გარემოში.

შეფუთვა:

1ლ ბოთლები სასხურებელ ტუმბოებთან (სპრეიერი) ერთად.

გამოყენების ვადა: 2 წელი

მწარმოებელი:

შპს ჟივას, დონდუკოვის ბლვრდ 36, სოფია 1000, ბულგარეთი; ტელ/ფაქსი: (+359 2) 981 78 23, (+359 2) 980 25 07; zhivas@techno-link.com; www.zhivas.com

© 2016 Solopharm Ltd.