ხშირად დასმული შეკითხვები

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა სადეზინფექციო საშუალება რეგისტრირებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. რეგისტრირებულ საშუალებათა ნუსხა ჩამოტვირთეთ შემდეგი ბმულიდან https://ncdc.ge/#/blog/blog-list/b7130a40-b29f-4c2a-b258-c213a04e2769

სოლოფარმში შეძენილი ნებისმიერი საშუალება აუცილებლად იწერება შპს–ზე, ინდმეწარმესა თუ სხვა ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირზე და ფასები მოცემულია დღგ–ს ჩათვლით.

პირველ ეტაპზე ხდება მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შერჩევა ან სატელეფონო კონსულტაციით ან უშუალოდ ჩვენი წარმომადგენლის ვიზიტით თქვენთან. შემდეგ შეკვეთის გაფორმება. თბილისსა და დიდ ქალაქებში მიწოდება ხდება შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს, ხოლო სხვაგან 2 სამუშაო დღეში. გადახდა ხორციელდება პროდუქციის მოწოდების შემდეგ, როგორც ნაღდი (თანხა ხელზე) ასევე უნაღდო (გადმორიცხვით) ანგარიშსწორებით

საკონსულტაციო, შეკვეთის გაფორმების და გადაუდებელი დახმარების ხაზი მუშაობს ყოველდღე. სხვა დანარჩენი სერვისი ხელმისაწვდომია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9–დან საღამოს 6 საათამდე, გარდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი უქმე დღეებისა.