ენზიდიპ–3
 

კონცენტრატი განკუთვნილი დეზინფექციის ან სტერილიზაციის წინ სამედიცინო ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების ენზიმური რეცხვისათვის.

შემადგენლობა:

   – სურფანქტანტები < 10გ/100გ

   – ენზიმები (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა) <20გ/100გ

   – კონსერვანტები, ხელატური აგენტები, კოროზიის ინჰიბიტორები

ხელით რეცხვისათვის, სამუშაო ხსნარში სამედიცინო ხელსაწყოების, ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების ჩაყურსვით.

 

გამოყენების ინსტრუქცია:

დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, გამოიყენება ენზიდიპ–3–ის სხვადასხვა კონცენტრაციების (0,5%–დან 5%–მდე) სამუშაო ხსნარები. ძირითადად მზადდება 1%–იანი სამუშო ხსნარი (განზავება 1:100) ოთახის ტემპერატურის მქონე ონკანის წყლით.

კონტაქტის სტანდარტული დროა 5–10 წთ.

თუ სამუშაო ხსნარს მოვამზადებთ 400C–ზე მაღალი ტემპერატურის ცხელი წყლით, რეცხვის დრო 5 წუთზე ნაკლები ხდება.

ულტრაბგერით აბაზანაში რეცხვის პროცესი მნიშვნელოვნად სწრაფად მიმდინარეობს (1–3 წუთი).

მილები, შლანგები და შიდა სივრცეები უნდა გაირეცხოს მათში ენზიდიპ–3–ის სამუშაო ხსნარის გადინებით. სიფრთხილეა საჭირო, რათა არ  დარჩეს ცარიელი სივრცეები და ჰაერის ჯიბეები. მიმხმარი ნარჩენები საჭიროებენ ენზიდიპ–3–ის სამუშაო ხსნარის კონტაქტის უფრო ხანგრძლივ დროს ან ჯაგრისის ან ღრუბლის და ა.შ. დახმარებით მათ გაწმენდას.

ენზიმური რეცხვის შემდეგ, ინსტრუმენტების გარეცხვა ონკანის წყლითაა რეკომენდებული.

 

შეინახეთ დახურულ, ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, კარგად ვენტილირებულ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილზე, 20C – 400C პირობებში.

მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის

© 2016 Solopharm Ltd.