ალდესეპტი MD
 

გამოყენების სფერო

ალდესეპტი MD განკუთვნილია ინვაზიური და არაინვაზიური სამედიცინო ინსტრუმენტების დეზინფექციისა და ქიმიური სტერილიზაციისათვის, ასევე მაღალი ტემპერატურისადმი მგრძნობიარე და მედეგი სამედიცინო აღჭურვილობის მაღალი დონის ცივი დეზინფექციისათვის. მას გააჩნია საუკეთესო მწმენდი თვისებები, შეიცავს კოროზიის ინჰიბიტორებს და სავსებით შეთავსებადია სხვადასხვა სახის მასალასთან, რომელთა დეზინფექციაც დაზიანების გარეშე შესაძლებელია მრავალჯერ აღნიშნული პროდუქტის გამოყენებით.

შემადგენლობა:

100 გ ალდესეპტი MD შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:      7,5 გ გლუტარალდეჰიდი (CAS 111-30-8)

                                                15 გ (ეთილენდიოქსი) დიმეთანოლი (CAS 3586-55-8)

                                                  2 გ ბენზალკონიუმის ქლორიდი (CAS 68424-85-1)

დამხმარე ნივთიერებები:

პროპან–2–ოლი, კოროზიის ინჰიბიტორები, სურნელოვანი ნივთიერებები, საღებავი, დეიონიზებული წყალი.

მოქმედების სპექტრი

ბაქტერიციდული–მიკობაქტერიციდული (მ/შ Tbc), ვირუციდული (HBV/HIV/HCV)- ფუნგიციდული  და სპოროციდული

გამოყენება

ალდესეპტი MD კონცენტრატია და გამოყენებულ უნდა იქნას რეკომენდებული დოზებით ექსპოზიციის დროის გათვალისწინებით (იხ. დოზირების ცხრილი). რეკომენდებულია სამედიცინო ინსტრუმენტების გაწმენდა დეზინფექციამდე.

ჩაყურსვის პროცედურა

სამუშაო ხსნარის მომზადებისთვის გამოიყენეთ ჭურჭლის თავსახური (დოზატორი) და ონკანის წყალი. ჩაასხით წყალი წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში და დაამატეთ კონცენტრატის საჭირო დოზა.  მოურიეთ. მაქსიმალურად დაშალეთ ინსტრუმენტი შემადგენელ ნაწილებად და განათავსეთ – ჩაყურსეთ სამუშაო ხსნარში იმგვარად, რომ მისი ყველა ნაწილი და ხვრელი დაიფაროს ხსნარით. დეზინფექციის შემდეგ, გარეცხეთ და გაამშრალეთ ინსტრუმენტები სრულად.

სამედიცინო აპარატების და აღჭურვილობის წმენდა და დეზინფექცია მანუალურად

მოამზადეთ საჭირო კონცენტრაციის სამუშაო ხსნარი. გამოიყენეთ სათანადო საშუალება (ქსოვილი, უქსოვადი ხელსახოცი), ჩაალბეთ იგი სამუშაო ხსნარში, მოწმინდეთ ზედაპირი სრულ დასველებამდე და დატოვეთ ექსპოზიციის დროის გასვლამდე. შემდეგ ჩამორეცხეთ და გაამშრალეთ.

              

                                                                                                         

 დოზირების ცხრილი

სამიზნე

მოქმედება

სამუშაო ხსნარი

ექსპოზიცია

სამედიცინო, მათ შორის სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, სამედიცინო და ლაბორატორიული აღჭურვილობა

ბაქტერიციდული, ფუნგიციდული და ვირუციდული (შეფუთული ვირუსები)

1%

(10მლ/1ლ)

30 წთ

მიკობაქტერიციდული, სპოროციდული

1,5%

(15 მლ/1ლ)

60 წთ

სპეციფიური აღჭურვილობა და მაღალი ტემპერატურისადმი მგრძნობიარე მასალები

სპოროციდული

1,5 %

 (15მლ/1ლ)

60 წთ

ცივი ქიმიური სტერილიზაცია

10% (100 მლ/1ლ)

4% (40 მლ/1ლ)

10% (100 მლ/1ლ)

120 წთ

30წთ (EN 13704)

15 წთ (EN 13704)

შენიშვნა:

სამუშო ხსნარი, თავდახურულ კონტეინერში, შენახვის ქვემოთ მოცემულ პირობებში, ვარგისია 14 დღის განმავლობაში.

შეფუთვა     

1ლ

შენახვის ვადა: 3 წელი

© 2016 Solopharm Ltd.