ნიპასეპტი
 

გამოყენების სფერო

დიდი და მცირე ზომის წყალგამძლე ზედაპირების დეზინფექცია და წმენდა

  • საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და სამედიცინო დაწესებულებებში – იატაკები, ჭერები, კედლები, ვესტიბიულები, პასაჟები, კიბეები, სამზარეულოები, ავეჯი, ხელსაწყოები და აღჭურვილობა.
  • კვებისა და სარესტორნო ინდუსტრიაში – სამუშაო ზედაპირები და აღჭურვილობა, რომელიც დეზინფექციის შემდეგ საჭიროებს წყლით გადარეცხვას.
  • საზოგადოებრივ დაწესებულებებში და ტრანსპორტში.
  • ფარმაცევტულ, კოსმეტიკურ და ვეტერინარულ ინდუსტრიაში.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები

  • (ეთილენდიოქსი)დიმეთანოლი – 10 გ/100 მლ
  • ბენზალკონიუმის ქლორიდი – 10 გ/100 მლ

სხვა ინგრედიენტები:

  • არაიონური სურფანქტატი
  • პარფიუმერული ნაერთი
  • დეიონიზებული წყალი

მოქმედების სპექტრი

ნიპასეპტს გააჩნია მძლავრი ბაქტერიციდული (მ/შ ტუბერკულოციდური), ფუნგიციდული, და ვირუციდული მოქმედება.

გამოყენების წესი:

ნიპასეპტი კონცენტრატია, რომელიც უნდა განზავდეს ონკანის წყლით, ქვემოთმოცემული ცხრილის მიხედვით. ზედაპირების დეზინფექცია ხორციელდება მოწმენდით ან შესხურებით. წყლის სიხისტე გავლენას არ ახდენს სამუშაო ხსნარზე.

 

სადეზინფექციო ობიექტი

სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია

სამუშაო ხსნარის მომზადება

ექპოზიცია

წყალგამძლე ზედაპირები (იატაკი, ჭერი, მაგიდები და ა.შ.)

0,25%

25მლ/10ლ წყალი

60 წთ

2,00%

200მლ/10ლ წყალი

120 წთ

შენახვის პირობები

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, კარგად ვენტილირებულ  მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე 20C-350C პირობებში.

გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე. შესუნთქვისას ან/და ჩაყლაპვისას საზიანოა. მოერიდეთ კონცენტრატის კონტაქტს კანთან და თვალებთან. გამოყენების დროს რეკომენდებულია თვალებისა და კანის დამცავი აღჭურვილობის ტარება.

 

თვალთან ან კანთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დაბინძურებული არე დიდი ოდენობით წყლით. მიმართეთ სამედიცინო სამსახურს და აჩვენეთ ეტიკეტი თუ ეს შესაძლებელია. შემთხვევით ჩაყლაპვისას გამოირეცხეთ პირი წყლით და დალიეთ 1–2 ჭიქა წყალი. ამ შემთხვევაშიც მიმართეთ სამედიცინო სამსახურს და აჩვენეთ ეტიკეტი თუ ეს შესაძლებელია.

შეფუთვა

პლასტმასის 10, 5, 3 და 1 ლ მოცულობის ჭურჭელი

შენახვის ვადა – 2 წელი

© 2016 Solopharm Ltd.