სოლამინოდეზი
 

გამოყენების ინსტრუქცია - სოლამინოდეზი

უალდეჰიდო კონცენტრატი  ზედაპირების რეცხვისა და დეზინფექციისთვის

გამოყენება

სოლამინოდეზი განკუთვნილია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში (მათ შორის ახალშობილთა ინკუბატორებში) წყალგამძლე (პლასტმასის, მეტალის, მინის, ხის, კერამიკის და ა.შ.) ზედაპირებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციისათვის.

სოლამინოდეზის გამოყენება ასევე შესაძლებელია საზოგადოებრივ და კომერციულ დაწესებულებებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამზარეულოს ჭურჭელი, დანა-ჩანგალი), საკვების გადამამუშავებელ ინდუსტრიასა და ვეტერინარიაში ზედაპირების, საგნებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციისათვის.

ინგრედიენტები

თითოეული 100 გ სოლამინოდეზი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

                                5 გ ბენზალკონიუმის ქლორიდი, CAS 68424-85-1     

                                5 გ დიდეცილდიმეთილ ამონიუმის ქლორიდი CAS 7173-51-5

                                 12 გ N-(3-ამინოპროპილ)-N-დოდეცილპროპანი-1.3-დიამინი, CAS 2372-82-9     

დამხმარე ინგრედიენტები:

კოროზიის ინჰიბიტორები, არაიონური სურფაქტანტები, გამხსნელები, სურნელოვანი ნაერთები, საღებავი

მოქმედების სპექტრი

ბაქტერიციდული (მ/შ MRSA),  ფუნგიციდური, მიკობაქტერიციდული (მ/შ TBC) და ვირუციდული

გამოყენების მეთოდი

სოლამინოდეზი მოწოდებულია კონცენტრატის სახით და მისი გამოყენება უნდა მოხდეს რეკომენდებული კონცენტრაციებითა და ექსპოზიციის დროით (იხ. დოზირების ცხრილი)

უნდა მოვერიდოთ პრეპარატისა და მისი სამუშაო ხსნარის კონტაქტს ალდეჰიდებთან.

სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენეთ დოზირების ჭიქა, რომელიც თან ახლავს შეფუთვას. ჩაასხით საჭირო ოდენობის წყალი ჭურჭელში და თანდათან დაამატეთ საჭირო რაოდენობის კონცენტრატი, ურიეთ წუთის განმავლობაში. წყლის სიხისტის მიმართ რაიმე მოთხოვნები არ არსებობს.

გამოიყენეთ მოწმენდის ან სპრეის (შესაბამისი ხელსაწყოთი ან აპარატით) სახით. ექსპოზიციის დროის გასვლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში გააშრეთ.

 

 

 

 

სადეზინფექციო ობიექტი

სამუშაო ხსნარის კონცენტრაცია

მოქმედების სპექტრი

ექსპოზიცია

 

სხვადასხვა სახის წყალგამძლე ზედაპირი და საგანი

0,25 %

2,5მლ/1ლ

 

ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, ვირუციდული

30 წთ

0,5 %

5 მლ/1ლ

15 წთ

0,5 %

5 მლ/1ლ

ტუბერკულოციდური

30 წთ

 

საკვებთან კონტაქტში მყოფი ზედაპირები, საკონტაქტო დროის გასვლის შემდეგ, წყლით კარგად უნდა გაირეცხოს.

შენახვის პირობები:                               

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას,  მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში 5º–35º С, მშრალ, კარგად ვენტილირებულ ადგილზე. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

გაფრთხილება

თვალში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ამოირეცხეთ დიდი ოდენობით წყლით და მოძებნეთ სამედიცინო დახმარება. კანთან კონტაქტისას, ჩამოიბანეთ დიდი ოდენობით წყლით. ჩაყლაპვისას, არ გამოიწვიოთ ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ კონტეინერი ან იარლიყი.

ნარჩენებისა და შეფუთვების გაუვნებელყოფა - ადგილობრივი რეგულაციების მიხედვით

ნუ დაღვრით კონცენტრატს გარემოში – ნარჩენებისა და ცარიელი ჭურჭლის გაუვნებელყოფის სპეციალური ინსტრუქცია იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელზე.

შეფუთვა

პლასტმასის ბოთლი - 1000 მლ

HDPE ბალონი - 3 ლ და 5 ლ

შენახვის ვადა  3 წელი

მწარმოებელი:

შპს „ჟივას“

დონდუკოვის  ბლვდ 36, სოფია 1000,  ბულგარეთი

ტელ/ფაქსი:  +359 2 981 78 23, +359 2 980 25 07

zhivas@techno-link.com  ; www.zhivas.com

© 2016 Solopharm Ltd.