გამოყენების ინსტრუქცია
ჟივასეპტ რაპიდ MD
ზედაპირების, ინვაზიური და არაინვაზიური სამედიცინო ინსტრუმენტების, აპარატურისა და აღჭურვილობის სწრაფი დეზინფექციისათვის განკუთვნილი, სპირტზე დამზადებული, გამოყენებისთვის მზა ხსნარი.
CE 0120
გამოყენების სფერო
ჟივასეპტ რეპიდ MD განკუთვნილია ზედაპირების, ინვაზიური და არაინვაზიური სამედიცინო ინსტრუმენტების, აპარატურისა და აღჭურვილობის სწრაფი დეზინფექცისათვის.
ინგრედიენტები:
აქტიური ნივთიერებები: 100 გრამი ჟივასეპტ რეპიდ MD შეიცავს:
45 გ პროპან-1-ოლი (CAS 71-23-8)
30 გ პროპან-2-ოლი (CAS 67-63-0)
დამხმარე ინგრედიენტები:
კოროზიის ინჰიბიტორები, დემინერალიზებულ წყალი, სურნელოვანი ნაერთები
მოქმედების სპექტრი
ბაქტერიოციდული, მიკობაქტერიოციდული (მათ შორის TBC), ვირუციდული და ფუნგიციდური.
გამოყენების მეთოდი:
ჟივასეპტ რეპიდ MD გამოიყენება გაუზავებლად. დეზინფექცია ხორციელდება სამედიცინო ინსტრუმენტებზე, სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის ზედაპირებზე, ვაპორიზატორის (მოყვება ორიგინალ შეფუთვას) მეშვეობით დაახლოებით 30 სმ მანძილიდან დასხურებით. ექსპოზიციის დრო 1-5 წუთი. რეკომენდებულია დეზინფექციამდე, სამედიცინო ინსტრუმენტების გაწმენდა.
სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია უნდა ჩატარდეს აალების წყაროსგან მოშორებით!
ექსპოზიციის დროის გასვლის შემდეგ, საგნების გამოყენება შესაძლებელია დაუყოვნებლივ, წყლით გადარეცხვის გარეშე
შენახვის პირობები:
შეინახეთ დახურულ, ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და კარგად ვენტილირებად ადგილას, აალების წყაროსაგან და ღია ცეცხლის ალის მქონე გამათბობლებისგან მოშორებით, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
შეფუთვა: 750მლ და 1000მლ მოცულობის პლასტამასის ბოთლები სასხურებლებით, ტუბები 3ლ, 5ლ და 10ლ მოცულობებით.
შენახვის ვადა: 3 წელი
შპს „ჟივასი”,
ასე იორდანოვისის ბულვარი #14
ტელ. / ფაქსი: +359 2 9817823; +359 2 9802507
zhivas@techno-link.com
www.zhivas.com