„სოლოფარმი“ ქართული კერძო კომპანიაა 100% ქართული კაპიტალით. იგი დაარსდა 2015 წელს და მას შემდეგ ახორციელებს ევროკავშირის ქვეყნებიდან კავკასიის რეგიონში პროფესიონალური სადეზინფექციო საშუალებების დანერგვასა და იმპორტს.
„სოლოფარმი“ წარმოადგენს ბულგარულ კომპანია ჟივასს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. კომპანიის სამიზნეა შემდეგი სექტორები:
1. ჯანდაცვა (ჰოსპიტალური და ამბულატორიული დაწესებულებები, ჰოსპისები, სტომატოლოგიური კლინიკები და ა.შ.)
2. ინდუსტრია (კვების მრეწველობა, სავაჭრო ობიექტები, ხილ-ბოსტნისა და სასურსათო მაღაზიები, საკონსერვო ქარხნები, რძის პროდუქტების მრეწველობა, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ინდუსტრია და ა.შ.)
3. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები (საბავშვო ბაღები, სკოლები, ტრანსპორტი, სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სპა და ესთეტიკური ცენტრები, ფიტნესისა და სილამაზის სალონები, საცურაო აუზები, სწრაფი კვების ობიექტები და ა.შ.)
4. ვეტერინალური (ვეტერინალური კლინიკები, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები და ა.შ.)
5. საყოფაცხოვრებო
კომპანია „სოლოფარმი“ ორიენტირებულია ევროპულ ხარისხსა და კონკურენტულ ფასზე.