გამოყენების ინსტრუქცია
დეგრისოლ KF-30 პროდუქტის ფოტო
კონცენტრირებული, ძლიერ ქაფვადი მჟავა პრეპარატი განკუთვნილი კვების ინდუსტრიაში რეცხვისათვის და ცხიმის მოსაშორებლად.
გამოყენება
დეგრისოლ KF-30განკუთვნილია შემდეგი ობიექტების რეცხვისათვის და ცხიმის მოსაშორებლად:
- კვების ინდუსტრიაში მჟავამედეგი ზედაპირები - იატაკები, კედლები, დახლები, მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა, პლასტმასის რეზერვუარები, არაკოროზიული ფოლადი.
- სამზარეულოების, საცხობების, საჭრელი საამქროების, საყასბოების აღჭურვილობა და ჭურჭელი.
- ხილის და ბოსტენულის დასამუშავებელი მანქანა დანადგარები და რეზერვუარები.
- საყინულეები, საკვები პროდუქტების, ხორცის, ნაყინის შესანახი სამაცივრე კამერები.
მახასიათებლები
დეგრისოლ KF-30 კონცენტრირებული მჟავა პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი მრეცხი და ცხიმის მოსაშორებელი ეფექტი და რომელიც ფართოდ გამოიყენება კვების ინდუსტრიაში და მეცხოველეობაში, როგორც ცხიმოვანი, ცილოვანი და სხვა სახის კონტამინაციის მოსაშორებლად. იგი აშორებს მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ხორცის, თევზის და რძის პროდუქტების საწარმოებში. აცილებს ნადებებს, შაქრის პრეციპიტატებს, კალცინატებსა და ჟანგს.
აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია პროფესიული გამოყენებისთვის.
გარეგნული სახე: გამჭვირვალე სითხე
ფერი: მკრთალი ყვითელი/მოყავისფრო
ფარდობითი სიმკვრივე: 1,15 – 1,25 გ/სმ3
pH (1.0 % ხსნარი): 1,5 – 2,5
შემადგენლობა:
დეგრისოლ KF-30შეიცავს:
ფოსფორმჟავა (25-50%), გამხსნელები (5-10%), ოლეფინის სულფონატი (5-10%), ანიონური სურფანქტანტები.
გამოყენების მეთოდი
დეგრისოლ KF-30 მოწოდებულია კონცენტრატის სახით და უნდა გამოვიყენოთ განზავებული სახით, რეკომენდებული კონცენტრაციების მიხედვით. დაბინძურების ხარისხიდან და ტიპიდან გამომდინარე, პროდუქტი გამოიყენება სხვადასხვა კონცენტრაციებით.
რეკომენდებული განზავებებია 1:100 დან 1:30 (100 მლ/10ლ წყალი და 300 მლ/10ლ წყალი შესაბამისად) უკეთესი შედეგი მიიღწევა ცხელი (50-600C) წყლის შემთხვევაში. გამოიყენეთ სამუშაო ხსნარი შესხურებით ან მოწმენდით დასამუშავებელ ზედაპირზე და გააჩერეთ. რეკომენდებული დროა 15-30 წთ. ამის შემდეგ, ჩამორეცხეთ წყლით, შეათბეთ თუ ეს შესაძლებელია.
ძალიან ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, გამოიყენეთ დეგრისოლ KF-30განუზავებლად.
დეგრისოლ KF-30ძლიერ აქაფებადია. ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, ვერტიკალურ ზედაპირებზე (კედლებზე) გამოიყენოთ ქაფწარმომქმნელი აპარატები.
ყურადღება
არ გამოიყენოთ ალუმინის, სპილენძის, მარმარილოს ზედაპირებზე.
გაფრთხილება
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ ჩაყლაპოთ. მოერიდეთ თვალთან და კანთან კონტაქტს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ამოიბანეთ დაუყოვნებლივ დიდი ოდენობით წყლით და მიმართეთ სამედიცინო სამსახურს. კანთან კონტაქტისას, ჩამოიბანეთ დიდი ოდენობით წყლით. ჩაყლაპვის შემთხვევაში, არ გამოიწვიოთ ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ კონტეინერი ან ეტიკეტი.
შენახვის პირობები
შეინახეთ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში მშრალ და კარგად ვენტილირებულ შენობაში, პირდაპირი მზის სხივებისგან მოშორებით, 0-450C-ზე.
ნარჩენებისა და შეფუთვების გაუვნებელყოფა - ადგილობრივი რეგულაციების მიხედვით
ნუ დაღვრით კონცენტრატს გარემოში – ნარჩენებისა და ცარიელი ჭურჭლის გაუვნებელყოფის სპეციალური ინსტრუქცია იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელზე.
შეფუთვა
პლასტმასის ბალონები -10 კგ
კასრები - 200 კგ
შენახვის ვადა
2 წელი
მწარმოებელი:
შპს „ჟივას“
ასენ იორდანოვის ბლვდ 14, სოფია 1592, ბულგარეთი
ტელ/ფაქსი: +359 2 981 78 23, +359 2 980 25 07
zhivas@techno-link.com ; www.zhivas.com სამი ლოგო