ბიორად ქლინ პერფექტ სპრეი (სასხურებლით)
Biorad Clean Perfect Spray
სპირტულ ფუძეზე დამზადებული, ზედაპირების სადეზინფექციო, გამოყენებისთვის მზა ხსნარი
შემადგენლობა – ეთილის სპირტი (ეთანოლი) 55%, დიდეცილდიმეთილ ამონიუმის ქლორიდი (0,05%), კოროზიის ინჰიბიტორები და სხვა დამხმარე ნაერთები.(დეტალურად იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელში SDS)
გამოყენების სფერო – ბიორად ქლინ პერფექტ სპრეი უალდეჰიდო და უფენოლო, ზედაპირების სწრაფი სადეზინფექციო, სასიამოვნო სუნის, სპირტულ ფუძეზე დამზადებული, ანტიკოროზიული საშუალებაა. მასში შემავალი სპირტის შედარებით დაბალი კონცენტრაციის წყალობით, იგი გამოიყენება ყველა ტიპის წყალგამძლე სამედიცინო აღჭურვილობის ზედაპირის სადეზინფექციოდ. ბიორად ქლინ პერფექტ სპრეის გამოყენება დაშვებულია არასამედიცინო დაწესებულებებშიც, ისეთი როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულებები, საწარმოები, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო პირობებში.
გამოყენება – ბიორად ქლინ პერფექტ სპრეი გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ყველა ტიპის (განსაკუთრებით PVC/EPOXY) ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირის – იატაკების, კედლების, კარების, ულტრაბგერითი აპარატურის გადამწოდების, ახალშობილთა ინკუბატორების, დენტალური (სტომატოლოგიური) როტაციული ინსტრუმენტების (აეროტურბინებისა და მიკროძრავათა თავაკების), სტეტოსკოპების, კაბინების, საოპერაციოებსა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა საწოლების, წვეთოვნების შტატივების, მიკროსკოპების, ხელთან და კანთან შეხებაში მყოფი და სხვა მრავალი ზედაპირის სადეზინფექციოდ.
გამოყენების მეთოდი – ბიორად ქლინ პერფექტ სპრეი გამოყენებისთვის მზა სადეზინფექციო საშუალებაა, რომლის ერთ ლიტრიან შეფუთვას თან ახლავს სასხურებელი. დასამუშავებელ ზედაპირზე შესხურება ხორციელდება 30–40 სმ – დან. ექსპოზიციის დროა 30 წმ. ამ დროის გასვლის შემდეგ, დამუშავებული ზედაპირი სუფთა ტილოთი უნდა მოიწმინდოს და გაშრეს. იგი მალე შრება.
ანტიმიკრობული მახასიათებლები – ბაქტერიოციდული, ფუნგიციდური, ვირუციდული, მიკობაქტერიოციდული, ტუბერკულოციდური.
შენახვის ვადა: გახსნილი ფლაკონი ვარგისია გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.
შეფუთვა – 1ლ ბოთლის სასხურებლით, 5 ლ ბალონი
შენახვის პირობებზე, უსაფრთხოებაზე, ნარჩენების გაუვნებელყოფაზე და სხვა დეტალურ ინფორმაციისთვის მოიძიეთ პროდუქტის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (SDS)
დერმატოლოგიურად ტესტირებულია
პროდუქტის ხარისხის სტანდარტები – ISO /EN EN1276, EN1650, EN14476, EN13727, 10993-11, EN13704; CAS 64-17-5, 7173-51-5, ბიოციდის ლიცენზია T.R. 2016/1; BauA (გერმანია) N-92627
მწარმოებელი Necm Kimya, თურქეთი, +90 216 669 0 666, www.necmkimya.com.tr, info@necmkimya.com.tr