გამოყენების სფერო: პროდუქტი წარმოადგენს წყალბადის ზეჟანგის ფუძეზე დამზადებულ სამედიცინო ხელსაწყოების სადეზინფექციო საშუალებას სპოროციდული მოქმედებით და განკუთვნილია ყველა სამედიცინო ხელსაწყოს სწრაფი დეზინფექციისთვის.
პროდუქტი გამოიყენება ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირის, განსაკუთრებით კი პვქ/ეპოქსიდის მასალის დეზინფექციისთვის საავადმყოფოებში, სადაც საჭიროა სწრაფი დეზინფექცია, სამედიცინო ხელსაწყოების ინსტრუმენტებისთვის (სკალპელი, პინცეტი, , დამჭერი, მაკრატელი, სამედიცინო მაშა, , შპატელი კოვზებით, ლითონის მილი და ა.შ) და აპარატურისთვის, მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირისთვის საჭირო ხელსაწყოების დეზინფექციას. გარდა ამისა პროდუქტი გამოიყენება საოპერაციო ოთახებში, რეანიმაციაში, იმ ინსტრუმენტების გასუფთავება-დეზინფექციისთვის, რომელიც კონტაქტში შედის პაციენტის კანთან.
პროდუქტის მომხმარებლებისთვის:იგი გამოიყენება ჯანდაცვის პერსონალის მიერ, რომლებიც მუშაობენ ზემოთ მითითებულ ადგილებში.
ზედაპირი, რომელზეც გამოიყენება პროდუქტი: პროდუქტი გამოიყენება უჟანგავი ფოლადის, შუშის, პპ, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის, აკრილის მინის ზედაპირებზე.
.პროდუქტის გამოყენება: პროდუქტი ესხურება სასურველ ზედაპირზე 30 სმ-ის მანძილიდან სასურველი შედეგის მიღებამდე. დეზინფექციის პროცესი სრულდება ზედაპირის სტერილური, უნაწილაკო ნაჭრით გამშრალებით.
განკარვის პროცედურები:HP სასხურებელი პროდუქტის გამოყენებისთვის, იხილეთ მასალის უსაფრთხოების სპეციფიკაციის მე-13-ე მუხლი
მორეცხვა: პროდუქტის გამოყენების შემდეგ მორეცხვა საჭირო არ არის. დეზინფექციის პროცესის დასრულების შემდეგ, ზედაპირი გაამშრალეთ მშრალი, უქსოვადი ნაჭრით, რომელიც არ ტოვებს ნაწილაკებს.
უკუჩვენებები:პროდუქტი არ გამოიყენება: .
* იმ ინსტრუმენტების საბოლოო დამუშავებისთვის რომელიც ეხება ადამიანის სხეულის სტერილურ გარემოს.
* ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სამედიცინო ინსტრუმენტების ზედაპირებისთვის.
* ჰემოდიალიზის აპარატის ზედაპირებისთვის.
გართულებები:თვალთან და კანთან შეხებისას, პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია ან გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენები:პროდუქტს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები
ვარგისიანობის ვადა:2(ორი) წელი
გახსნის შემდგომი პერიოდი:75 (სამოცდა თხუთმეტი) დღე
ეფექტის დრო: ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, სპოროციდული, მიკობაქტერიციდული, ტუბერკულოციდური. ვირუციდული. ექსპოზიცია ერთი წუთი.
აქტიური შემადგენელი ნაერთი: 6% წყალბადის ზეჟანგი, დამხმარე ნაერთები.