ბიორად სთრონგ A (Biorad Strong A): ავტომატურ მრეცხ მანქანებში ნეიტრალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქტი. იგი აშორებს ქირურგიულ ინსტრუმენტებზე არსებულ ტუტე ნარჩენებს, რომელიც განპირობებულია ამ ინსტრუმენტების ავტომატურ მრეცხ მანქანებში ტუტე საშუალებებით რეცხვისას.
მიჰყევით მრეცხი მანქანის მწარმოებლის რეკომენდაციებს.
- ბიორად სთრონგ A; იგი განკუთვნილია მრეცხ მანქანებში გამოყენებისთვის.
- ჩვენი პროდუქტის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურა 0–დან 50 0C, ხოლო ტენიანობა 10%–80% rH.
- სთრონ A -ს გაუვნებელყოფისთვის იხილეთ ნივთიერების უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლის (MSDS) მე–13 პუნქტი
ბიორად სთრონგ A –რეცხვის მანეიტრალიზებელი ხსნარი
ლოგო necm kimya
გამოყენების სფერო და დანიშნულება: იგი მანეიტრალიზებელი ხსნარია, რომელიც შეიცავს ორგანულ მჟავას ყველა ტიპის ვოშერ–დეზინფექტორისთვის. იგი გამოიყენება იმ ტუტე ნარჩენების მოსაშორებლად, რომელიც ინსტრუმენტებზე რჩება ძირითად რეცხვის პროცესში (პინცეტები, სტივენსის მაკრატლები, ლითონის მილები, მაშები, სპატულები და ა.შ).
პროდუქტის მომხმარებლები: გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო პროფესიონალების მიერ. ზედაპირები, რომელზეც შესაძლებელია პროდუქტის გამოყენება მისი გამოყენება შესაძლებელია მინაზე, პოლიპროპიპენზე (PP), მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენზე (HDPE), აკრილის მინაზე, პოლივინილქლორიდზე (PVC), პლექსიგლასზე, ალუმინზე, უჟანგავ ფოლადზე, რეზინზე. პროდუქტის გამოყენება. ეს არის პროდუქტი, რომელიც შექმნილია მრეცხ მანქანებში გამოსაყენებლად. გამოყენებისთვის საჭირო კონცენტრაციაა 0,1%–დან 0,3% მდე და იგი დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული. დოზირების და დამუშავების დროსთან დაკავშირებით მიყევით მრეცხი მანქანების მწარმოებლების რეკომენდაციებს. დაელოდეთ ეფექტის დროს.
გაუვნებელყოფის პროცედურა სთრონ A -ს გაუვნებელყოფისთვის იხილეთ ნივთიერების უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლის (MSDS) მე–13 პუნქტი
ჩამორეცხვა ვინაიდან პროდუქტი გამოიყენება მრეცხ მანქანებში, ინსტრუმენტებს ცალკე გარეცხვა აღარ ჭირდება, თავად მანქანა რეცხავს მათ.
გართულება კანთან ან თვალთან კონტაქტისას შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია
გვერდითი ეფექტები სთრონ A-ს არ გააჩნია რაიმე გვერდითი ეფექტი.
ვადა 2 (ორი) წელი. შეფუთვის გახსნის შემდგომ პროდუქტი აქტივობას ინარჩუნებს 75 (სამოცდათხუთმეტი) დღის განმავლობაში.
ეფექტურობის დრო პროდუქტის ზედაპირთან კონტაქტისას, პროცესი სრულდება 15 წუთის შემდგომ.
შემადგენლობა: ლიმონმჟავა, დანამატები
აქსესუარები – სთრონგ A–ს გამოყენებისთვის არ სჭირდება რაიმე დამატებით აქსესუარები.
შეფუთვა და ეტიკეტირება – პროდუქტი შეთავაზებულია გასაყიდად 5 ლიტრიან ბალონებში
ძირითადი გაფრთხილება
- გამაღიზიანებელია
- კონცენტრირებულია
- თვალთან კონტაქტისას ამოიბანეთ დაუყოვნებლივ დიდი ოდენობით წყლით
- კანის დაცვისთვის, შიშველი ხელით კონტაქტს მოერიდეთ. ატარეთ დამცავი ხელთათმანები, სათვალეები, ნიღბები
- დარწმუნდით, რომ ყველაფერს სახელმძღვანელოს მიხედვით ასრულებთ.
- ჩაყლაპვისას საზიანოა, არ ჩაყლაპოთ
- გამოყენებულ უნდა იქნასვენტილირებულ ადგილას.
- ხელების, სახისა და საკვებთან შემხები საგნების დასამუშავებლად არაა განკუთვნილი
- უნდა შეინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
შენახვა და ტრანსპორტირება
- ჩვენი პროდუქტის შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურა 0–დან 50 0C, ხოლო ტენიანობა 10%–80% rH.
- დაუშვებელია პროდუქტის შენახვა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედბის ქვეშ, ასევე უნდა მოვარიდოთ წყალთან კონტაქტს
- მაქსიმუმ 7 ყუთის დადებაა ერთმანეთზე შესაძლებელი, რათა არ დაზიანდეს პროდუქტის შეფუთვა.
ეტიკეტზე განთავსებული სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა EN15223-1:2016 სტანდარტის მიხედვით
ლოტის ნომერი, პროდუქციისა და გამოშვებისა და ვადის გასვლის დრო, პროდუქტის შენახვის ტემეპრატურული რეჟიმი და ტენიანობა, მოარიდეთ მზის სხივებს, იხილეთ მანუალი, არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია, კაუსტიკურია, მწარმოებლის ინფორმაცია, ბარკოდი, ტოქსიურობის და გაღიზიანებადობის შესახებ ინფორმაცია, საშიშია წყლოვანი გარემოსთვის, თუ გამაღიზიანებელი ნიშნები ნარჩუნდება, შესაძლოა სახიფათო იყოს, მოარიდეთ წყალთან კონტაქტს, რეფერენს ნომერი