გამოყენების ინსტრუქცია
PERFECTZYME (პერფექტზიმი)
სამედიცინო აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების ენზიმური მრეცხი კონცენტრატი
გამოყენება
პერფექტზიმი სპეციალურად შექმნილია სამედიცინო აღჭურვილობის, ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დეზინფექციისა და სტერილიზაციის წინა მანუალური რეცხვისთვის. იგი ასევე გამოიყენება ულტრაბგერით აბაზანებში.
მახასიათებლები
სამი ძლიერეფექტური ენზიმის (ფერმენტის) – ამილაზას, პროტეაზასა და ლიპაზას იდეალური კომბინაციისა და შერჩეული სურფაქტანტების წყალობით, პერფექტზიმი ეფექტურად აშორებს სისხლს, ნარჩენ ქსოვილებს, ცილებს, ცხიმს, სახამებელსა და სხვა სახის დაბინძურებას ქირურგიული ინსტრუმენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოებისგან (მათ შორის სახელგანთქმული მწარმოებლების (კარლ შტორცი, ოლიმპუსი, პენტაქსი, ფუჯინონი) ლაპარასკოპიული აღჭურვილობისა და დრეკადი და რიგიდული ენდოსკოპებისგან), ასევე სტომატოლოგიური აღჭურვილობისგან.
პერფექტზიმი ავლენს მძლავრ რეცხვით აქტივობას. სუსტად ქაფდება, იოლად ირეცხება და შეთავსებადია სხვადასხვა ნივთიერებებთან, როგორიცაა პოლივინილქლორიდი, რეზინი, პლასტმასი, უჟანგავი ფოლადი, ალუმინის შენადნობები, ფერადი ლითონები და კერამიკა.
პერფექტზიმი არ შეიცავს არანაირ ბიოციდურ აქტიურ ინგრედიენტს, მათ შორის ალდეჰიდებსაც.
გარეგნული სახე: გამჭვირვალე, მოყავისფრო სითხე; pH 7.4 –7.9
შემადგენლობა: თითოეული 100 გ პერფექტზიმიშეიცავს აქტიური ნივთიერებები: სურფაქტანტები
კლასიფიკაცია: პერფექტზიმი კლასიფიცირდება როგორც მედიქალ დივაისი – კლასი I.
გამოყენების ინსტრუქცია:პერფექტზიმი კონცენტრატია და გამოყენებულ უნდა იქნას ონკანის წყლით განზავებით. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 400C, რათა თავიდან იქნას აცილებული ენზიმების დენატურაცია. დაბინძურების ტიპისა და ხარისხის მიხედვით, პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას სხვადასხვა კონცენტრაციებში:
ნორმალური დაბინძურებისას – 0,5%–1%. ძლიერი დაბინძურებისას –2%.
დამუშავებისთვის განათავსეთ სამედიცინო ინსტრუმენტები და აღჭურვილობა ხსნარში დაუყოვნებლივ გამოყენების შემდგომ. დარწმუნდით რომ ისინი სრულადაა დაფარული ხსნარით. დაელოდეთ პრეპარატის მოქმედებას 5–10 წთ. სამუშაო ხსნარის მომზადება თბილი წყლით (დაახლოებით 300C), ამცირებს რეცხვის დროს.
დამუშავების შემდგომ, ინსტრუმენტები და სამედიცინო ხელსაწყოები გარეცხეთ საკმარისი ოდენობის ონკანის წყლით (უმჯობესია სრულად დეიონიზებული (გამოხდილი მთარგმნელის შენიშვნა) წყლით), რათა მოშორდეს სამუშაო ხსნარის ნარჩენები.
დაყოვნების დრო: სამუშო ხსნარის შეიძლება შევინახოთ 72 საათამდე, განვაახლოთ ყოველდღე ან შევცვალოთ თუ მასში ხილული დაბინძურება შეინიშნება.
შენახვის პირობებიბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას, შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, მშრალ და კარგად ვენტილირებულ შენობაში, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით, 50C –დან 350C–მდე.
გაფრთხილება და შესაბამისი ინსტრუქტაჟი: მოერიდეთ თვალში მოხვედრას, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოიბანეთ დიდი ოდენობით წყლით და მოიძიეთ სამედიცინო რჩევა. ჩაყლაპვისას, არ გამოიწვიოთ ღებინება, დაუყოვნებლივ მოიძიეთ სამედიცინო რჩევა და აჩვენეთ პროდუქტის შეფუთვა ან ეტიკეტი. მეტი დეტალისთვის იხელმძღვანელეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლით.
შეფუთვა: 5ლ ბალონები
ვარგისიანობა: ორი წელი
ZHIVAS Ltd, 14, Assen Yordanov Blvd. 1592 Sofia, Bulgaria
Tel/fax: +359 2 9817823, +359 2 9802507
zhivas@techno-link.com;
www.zhivas.com