გამოყენება
სეპტოქვატი AM MD განკუთვნილია ინვაზიური ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სტერილიზაციამდე რეცხვისა და დეზინფექციისთვის.
აღნიშნული პროდუქტი ასევე გამოიყენება არაინვაზიური სამედიცინო ინსტრუმენტების, სამედიცინო აპარატურის, მათ შორის ახალშობილთა ინკუბატორების საბოლოო დეზინფექციისათვის.
სეპტოქვატი AM MD–ის გამოყენება იცავს ინსტრუმენტებს მათზე ორგანული ნივთიერებების დალექვისაგან. იგი ინსტრუმენტებს წყალში ხსნად ცილებსაც კი აშორებს. სეპტოქვატი AM MD არ ახდენს ინსტრუმენტებზე პროტეინების ფიქსაციას, რაც ექსპერიმენტულადაა დადასტურებული.
ინგრედიენტები
100 გ სეპტოქვატი AM MD შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
10 გ ბენზალკონიუმის ქლორიდი (CAS 68424-85-1)
5 გ დიდეცილდიმეთილ ამონიუმის ქლორიდი (CAS 7173-51-5)
6 გ N-(3–ამინოპროპილ)–N-დოდეცილპროპანი–1,3–დიამინი (CAS 2372-82-9)
დამხმარე ნივთიერებები:
კოროზიის ინჰიბიტორები, სურფაქტანტები, გამხსნელები, სურნელოვანი
ნაერთები, საღებავი
მოქმედების სპექტრი
ბაქტერიციდული–მიკობაქტერიციდული (მ/შ Tbc) - ფუნგიციდული – ვირუციდული
გამოყენება
სეპტოქვატი AM MD კონცენტრატია და გამოყენებულ უნდა იქნას რეკომენდებული დოზებით ექსპოზიციის დროის გათვალისწინებით (იხ. დოზირების ცხრილი). რეკომენდებულია დეზინფექციის წინ ინსტრუმენტების გაწმენდა. მოერიდეთ აღნიშნული პროდუქტისა და მისი სამუშაო ხსნარის კონტაქტს ალდეჰიდებთან.
დოზირების ცხრილი
სამიზნე
|
მოქმედება
|
სამუშაო ხსნარი
|
ექსპოზიცია
|
სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია
|
ბაქტერიციდული და ფუნგიციდული
|
0,25%
(2,5მლ/1ლ)
|
60 წთ
|
ბაქტერიციდული, ფუნგიციდული და ვირუციდული
|
0,75%
(7,5 მლ/1ლ)
|
15 წთ
|
ბაქტერიციდული და ფუნგიციდული
|
2,00 %
(20მლ/1ლ)
|
5 წთ ულტრაბგერით აბაზანაში
|
მიკობაქტერიციდული
|
2,00 %
(20 მლ/1ლ)
|
60 წთ
|
ჩაყურსვის პროცედურა
სამუშაო ხსნარის მომზადებისთვის გამოიყენეთ ჭურჭლის თავსახური (დოზატორი) და ონკანის წყალი. ჩაასხით წყალი წინასწარ მომზადებულ ჭურჭელში და დაამატეთ კონცენტრატის საჭირო დოზა. მოურიეთ. მაქსიმალურად დაშალეთ ინსტრუმენტი შემადგენელ ნაწილებად და განათავსეთ – ჩაყურსეთ სამუშაო ხსნარში იმგვარად, რომ მისი ყველა ნაწილი და ხვრელი დაიფაროს ხსნარით. დეზინფექციის შემდეგ, გარეცხეთ და გაამშრალეთ ინსტრუმენტები სრულად. იგივე პროცედურაა საჭირო ულტრაბგერით აბაზანაში ინსტრუმენტების დეზინფექციისთვისაც.
ცირკულარული პროცესები
სეპტოქვატი AM MD გამოიყენება ნახევრადავტომატურ და სრულად ავტომატურ ცირკულარულ პროცესებში. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია დეზინფექციის წინ ინსტრუმენტების ხელით წმენდა.
სამედიცინო აპარატების და აღჭურვილობის წმენდა და დეზინფექცია მანუალურად
მოამზადეთ საჭირო კონცენტრაციის სამუშაო ხსნარი. გამოიყენეთ სათანადო საშუალება (ქსოვილი, უქსოვადი ხელსახოცი), ჩაალბეთ იგი სამუშაო ხსნარში, მოწმინდეთ ზედაპირი სრულ დასველებამდე და დატოვეთ ექსპოზიციის დროის გასვლამდე. შემდეგ კი, თუ დასჭირდა გაამშრალეთ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილზე, 50C-500C ტემპერატურაზე.
ნუ დაღვრით კონცენტრატს გარემოში – ნარჩენებისა და ცარიელი ჭურჭლის გაუვნებელყოფის სპეციალური ინსტრუქცია იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელზე.
შენახვის ვადა: 3 წელი