თხევადი კონცენტრატი განკუთვნილი სამედიცინო ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების ფერმენტული რეცხვისა და დეზინფექციისათვის
გამოყენების სფერო
ენზიდიპ–3 AM განკუთვნილია ინვაზიური და არაინვაზიური სამედიცინო ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების ფერმენტული რეცხვისა და დეზინფექციისათვის.
მახასიათებლები
ენზიდიპ–3 AM-ის ფორმულა დაფუძნებულია მაღალეფექტური ბიოციდის, სურფაქტანტებისა და სამი ენზიმის კომპლექსის (პროტეაზა, ამილაზა და ლიპაზა) სინერგიულ კომბინაციაზე. იგი სამედიცინო ინსტრუმენტებიდან სწრაფად და ეფექტურად აშორებს სისხლს, ნარჩენ ქსოვილს, ცილას, ლორწოს, ექსკრემენტსა და სხვა დაბინძურებას და ამავდროულად უზრუნველყოფს ეფექტურ დეზინფექციას.
ენზიდიპ–3 AM შეთავსებადია სხვადასხვა მასალასთან, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, ალუმინი, ფერადი ლითონები, პოლივინილქლორიდი, რეზინი და პლასტმასი.
ენზიდიპ–3 AM ადვილად ხსნადია და სამუშაო ხსნარი მზადდება ონკანის წყლით. წყლის სიხისტე მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.
გარეგნულად: გამჭვირვალე ღია ყავისფერი სითხე
1% ხსნარის pH – 8.5-9.5
სიმკვრივე: 1,04-1,09 გ/სმ3
ინგრედიენტები:
ენზიდიპ–3 AM-ის 100 გრამი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 5,0გ N-(3-ამინოპროპილი)-N-დოდეცილპროპანი-1, 3-
დიამინი (CAS 2372-82-9);
18გ ფერმენტული კომპლექსი - პროტეაზა (CAS 9014-01-1),
ალფა-ამილაზა (CAS 9000-90-2) და ლიპაზა (CAS 9001-62-1).
დამხმარე ინგრედიენტები :
სურფაქტანტები, კოროზიის ინჰიბიტორები, ხელატური აგენტები, სურნელოვანი ნაერთები, საღებავი, დეიონიზებული წყალი.
კლასიფიკაცია:
ენზიდიპ–3 AM აკმაყოფილებს სამედიცინო საშუალების შესახებ განკუთვნილი ქიმიური დეზინფექტანტების ევროპულ 93/42/EEC დირექტივას და კლასიფიცირებულია როგორც IIb კლასის სამედიცინო საშუალება
მოქმედების სპექტრი:
ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, ვირუციდული.
გამოყენების მეთოდი
ენზიდიპ–3 AM კონცენტრატია, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას განზავებულ მდგომარეობაში.
დაბინძურების ტიპისა და დონიდან გამომდინარე, ენზიდიპ–3 AM შესაძლოა გამოყენებული იქნას სხვადასხვა კონცენტრაციით.
სამუშაო ხსნარები მზადდება ონკანის წყლით და მათი რეკომენდებული კონცენტრაციები მერყეობს 0,5%-დან 1,0%-მდე. რეცხვა/დეზინფექცია ხორციელდება სამედიცინო ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების ხსნარში სრულად ჩაყურსვით ოთახის ტემპერატურაზე. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ არ დარჩეს ცარიელი სივრცეები და ჰაერის ჯიბეები. მშრალი დაბინძურებისას რეკომენდებულია წინასწარ ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა. კონტაქტის დრო შეადგენს 15-30 წუთს.
რეცხვა/დეზინფექცია შესაძლოა ჩატარდეს ულტრაბგერით აბაზანაშიც.
რეცხვის შემდეგ, სამედიცინო ინსტრუმენტები და მოწყობილობები უნდა გაირეცხოს წყლით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას, დახურულ, ორიგინალ შეფუთვაში მშრალ და კარგად ვენტილირებულ შენობებში, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით 50C- 300C ტემპერატურაზე.
გაფრთხილება და ინსტრუქციები:
თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი ოდენობით წყლით და მიმართეთ ექიმს. გადაყლაპვისას, ნუ გამოიწვევთ ღებინებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ კონტეინერი, ან იარლიყი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ უსაფრთხოების ფურცელი.
ნარჩენებისა და შეფუთვის მართვა - ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად
ნუ დაღვრით კონცენტრატს გარემოში - ნარჩენებისა და ცარიელი შეფუთვების გაუვნებელყოფისათვის იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელში სპეციალური ინსტრუქციები.
შეფუთვა: 3,5,10 ლ-იანი ტუბები
შენახვის ვადა: 2 წელი
შპს ჟივასი,