გამოყენების ინსტრუქცია
ენზიდიპ-5 AM ფოუმი
ENZYDIP – 5 AM FOAM
ხუთი ენზიმის შემცველი ფერმენტული ქაფი
გამოყენება
ენზიდიპ-5 AM ფოუმი განკუთვნილია დაბინძურებული ქირურგიული და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დანამვისთვის დროის იმ მონაკვეთში, რომელიც მოიცავს პერიოდს ინსტრუმენტის ბოლო გამოყენებიდან მის საბოლოო დამუშავებამდე (დეზინფექცია თუ სტერილიზაცია). ენზიდიპ-5 AM ფოუმი არამარტო ხელს უშლის სამედიცინო ინსტრუმენტებსა და ხელსაწყოებზე დაბინძურების მიხმობას, არამედ იცავს მათ კოროზიისაგან. იგი ასევე განკუთვნილია ქირურგიული ინსტრუმენტების ტენიანობის შენარჩუნებისთვის საოპერაციოებიდან ცენტრალურ სასტერილიზაციომდე მათი ტრანსპორტირებისას.
მახასიათებლები
სურფაქტანტებისა და ფერმენტების (ამილაზა, პროტეაზა, ლიპაზა, ცელულაზა, მანანაზა) სინერგიული კომბინაციის წყალობით, ენზიდიპ-5 AM ფოუმი ეფექტურად აშორებს სისხლს, ნარჩენ ქსოვილებს, ცილას, ლორწოს, ექსკრემენტებს და დაბინძურების სხვა ფორმებს სამედიცინო ინსტრუმენტებიდან, სტომატოლოგიური ხელსაწყოებიდან და აღჭურვილობიდან, მათ შორის ხისტი და დრეკადი ენდოსკოპებიდან.
ენზიდიპ-5 AM ფოუმს გააჩნია რეცხვის მაღალი პოტენციალი. ის ძლიერ ქაფვადია, იოლად ირეცხება და მრავალი სახის მასალასთანაა (პოლივინილქლორიდი (PVC), რეზინი, პლასტმასი, უჟანგავი ფოლადი, ალუმინის შენადნობები, ფერადი ლითონები და კერამიკა) შეთავსებადი.
გარეგნული სახე: გამჭვირვალე, უფერო სითხე
рН 7.5 – 9.0
ინგრედიენტები
თითოეული 100 g ენზიდიპ-5 AM ფოუმი შეიცავს
აქტიური ნაერთები:
სურფაქტანტები < 4 გ
ენზიმები (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა, ცელულაზა, მანანაზა)
დამხმარე ინგრედიენტები:
კონსერვანტები, ხელატური აგენტები, კოროზიის ინჰიბიტორები
კლასიფიკაცია:
ენზიდიპ-5 AM ფოუმი კლასიფიცირებულია როგორც მედიქალ დივაისი კლასი- I.
გამოყენების მეთოდი:
ენზიდიპ-5 AM ფოუმი მზა, ენზიმური (ფერმენტული) ქაფია. იგი გამოიყენება პირდაპირ სამედიცინო ინსტრუმენტებზე / ხელსაწყოებზე მათი გამოყენების შემდგომ, დაუყოვნებლივ. ენზიდიპ-5 AM ფოუმი უნდა დაესხუროს დაბინძურებულ ინსტრუმენტებს იმგვარად, რომ მათი კონტამინირებული ზედაპირი ქაფით მთლიანად დაიფაროს, ამ მდგომარეობაში ინსტრუმენტები შესაძლოა დავტოვოთ 30 წუთის განმავლობაში.
გაწმენდის შემდეგ, ინსტრუმენტები უნდა გაირეცხოს უხვი ოდენობის წყლით.
შენახვის პირობები
შეინახეთ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და კარგად ვენტილირებად ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 5°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე. არ შეინახოთ ლითონის კონტეინერებში.
უსაფრთხოების ზომები და ინსტრუქციები:
თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით და მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვის შემთხვევაში, არ გამოიწვიოთ ღებინება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეს კონტეინერი ან ეტიკეტი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი.
ნარჩენებისა და შეფუთვის დამუშავება - ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად
არ გაუშვათ კონცენტრატი გარემოში - ნარჩენების, ნარჩენების და ცარიელი შეფუთვის განადგურებისთვის იხილეთ უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელში მოცემული სპეციალური ინსტრუქციები.
შეფუთვა
750 მლ, 1 ლიტრიანი ბოთლები (HDPE) და 5 ლიტრიანი ბალონები
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
ჟივას შპს,
14, ასენ იორდანოვის ბლვრდ,. 1592 სოფია, ბულგარეთი
ტელ/ფაქს: +359 2 9817823, +359 2 9802507
zhivas@techno-link.com;
www.zhivas.com