პლაზმის ინდიკატორი (მე–4 კლასი)
ტექნიკურ მონაცემთა ფურცელი
შეესაბამება სტანდარტებს: ISO 11140-1:2014; ISO 15223-1; ISO 13485
SterintechTM პლაზმის ინდიკატორი პაკეტშიდა გამოყენების ქიმიური ინდიკატორია, რომლის საშუალებითაც ფასდება იმ სივრცის სტერილიზაციის პირობებთან შესაბამისაობა, სადაც იგია განთავსებული. იგი ინფორმატიულია, როგორც სასტერილიზაციოში, ასევე საოპერაციოში მომუშავე პერსონალისთვის.
SterintechTM პლაზმის ინდიკატორი შექმნილია ISO 11140-1 სტანდარტის შესაბამისად. იგი ფერს იცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სტერილიზაციის ტემპერატურა, სტერილიზაციის დრო და ვაპორიზებული წყალბადის პეროქსიდის კომბინაცია დამაკმაყოფილებელია.
აღნიშნული ინდიკატორით შესაძლებელია შემდეგი ხარვეზების აღმოჩენა.
- სტერილიზაციისთვის პლაზმის აქტივაცია არ ხდება
- სტერილიზაციის დრო მეტისმეტად მცირეა
- VH2O2 (წყალბადის პეროქსიდი) შეღწევადობა გასასტერილებელ მასალაში არასაკმარისია (იმ სივრცეში სადაც ინდიკატორია განთავსებული)
საოპერაციოში (ან სამანიპულაციოში) პაკეტის გახსნისას, პერსონალის მიერ ხდება ინდიკატორის ფერის შეფასება (უნდა შეესაბამებოდეს პლაზმის ინდიკატორის საკონტროლო (რეფერენტულ) ფერს) და შედეგების შეტანა ოპერაციის ოქმში ან პაციენტის ისტორიაში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ზემოაღნიშნულ დოკუმენტში პლაზმის ინდიკატორის ჩაკვრაც _ ლოკალური კანონმდებლობის მიხედვით).
SterintechTM პლაზმის ინდიკატორი ფერს იცვლის წითლიდან ყვითლამდე.
SterintechTM პლაზმის ინდიკატორი იწარმოება ISO 13485 სტანდარტების სრული დაცვით შიდა აუდიტის 6 თვიანი და გარე აუდიტის 12 თვიანი შუალედებით.
SP MEDIKAL–ის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი დახარისხებულია სერიული ნომრებით და წარმოების ფაილები საწარმოში ინახება 10 წლის განმავლობაში.
მწარმოებელი: SPMedikalSanLtd.Sti.DeliklikayaMah.CubukluCad.3934555ArnavutköyIstanbulTurkey
ექსკლუზიური იმპორტიორი: სოლოფარმი, თბილისი, დ/დიღომი, სტრაბონის 34, 591225169, www.solopharm.ge; solopharms@yahoo.com