გამოყენების ინსტრუქცია (SCBI-ორთქლი 10–2022, ვერსია K)
აღნიშნული ინსტრუქცია განკუთვნილის STERINTECH–ის შემდეგი პროდუქტებისთვის:
107.001.0100 აბი (ავტონომიური ბიოლოგიური ინდიკატორი) ორთქლისთვის
Sterintech ავტონომიური ბიოლოგიური ინდიკატორი (SCBI-აბი) ორთქლისთვის.
წინასიტყვაობა
"SCBI ორთქლი"–ში არსებული კომპონენტების ფერის ცვლილება დამოკიდებულია სტერილიზაციის პროცესის ეფექტურობაზე და უმნიშვნელოვანესი დამხმარე კომპონენტია ხარისხის მართვის სისტემებში. SCBI მიჩნეულია სტერილობის დონის შემოწმების ყველაზე საიმედო ინსტრუმენტად.
Sterintech–ის SCBI შედგება სპორებით (ATCC 7953 Geobacillus Stearothermophilus) გაჟღენთილი ფირფიტისა და აღნიშნული მიკროორგანიზმების კულტივირებისთვის საჭირო საკვები ნიადაგისაგან, რომელიც იზოლირებულია მინის ამპულაში. სწორედ მისი ფერის ცვლილებაა სასიგნალო სტერილიზაციის პროცესის შესაფასებლად. საწყის ეტაპზე ნიადაგი იასამნისფრადაა შეფერილი.
როგორ გამოვიყენოთ „SCBI ორთქლი“
- SCBI–ის იარლიყზე დატანილი ქიმიური ინდიკატორი გვამცნობს გამყენებულია თუ არა SCBI.(იხილეთ ფოტო ინგლისურ ვარიანტში) თუ ინდიკატორი მწვანეა, ესეიგი SCBI გამოყენებულია.
- მოათავსეთ SCBI შესაბამის შესაფუთ მასალაში თქვენივე სამუშაო ინსტრუქტაჟის მიხედვით და შეფუთული SCBI განათავსეთ სტერილიზატორში იმ ადგილას სადაც ყველაზე მეტადაა გაძნელებული ორთქლის პენეტრაცია (ქვედა ნაწილში დრენაჟთან ახლოს). რეკომენდებულია შეფუთვაში SCBI–სთან ერთად მოვათავასოთ მე–6 ტიპის ქიმიური ინდიკატორი.
- ჩართეთ სტერილიზაციის ციკლი
- სტერილიზაციის ციკლის დასრულების შემდეგ გააგრილეთ სტერილიზატორის შიგთავსი თქვენივე სამუშაო პროტოკოლის და უსაფრთხოების ზომების მიხედვით.
- გაგრილების შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ SCBI–ის მომზადება ინკუბაციისათვის. სტერილიზატორიდან გამოღებული SCBI შეგიძლიათ დააყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში. რეკომენდებულია მისი ინკუბაცია მოხდეს გასტერილებიდან მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში.
- მნიშვნელოვანია შენახვისა და ტრანსპორტირების დროს არ დაზიანდეს SCBI–ში განთავსებული საკვები ნიადაგის შემცველი მინის ამპულა. რეკომენდებულია დამცავი სამოსის, ხელთათმანისა და სათვალის ტარება.
- SCBI–ის იარლიყზე განთავსებული ინდიკატორი I ტიპისაა და იგი ვერ აფასებს სტერილიზაციის პროცესის ეფექტურობას. მხოლოდ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ გამოყენებულია თუ არა SCBI.
- ინკუბაციის დაწყებამდე აუცილებელია SCBI–ში განთავსებული მინის ამპულის ჩამსხვრევა (უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ამპულის სამსხვრევის გამოყენება. ინკუბაცია უნდა მოხდეს ნებისმიერი მშრალის ტიპის ინკუბატორში 60±50C.
- რეკომენდებულია სტერილიზატორიდან გამოღებული SCBI–ის ინკუბაცია, საკონტროლო – გამოუყენებელ SCBI-ისთან ერთად. დადებითი SCBI გვიჩვენებს, რომ ინკუბაციის ტემპერატურა და დრო დამაკმაყოფილებელი გახლდათ. ზემოთაღნიშნულ ტემპერატურაზე ჩვენი SCBI–ის ინკუბაციის დრო არის 24 საათი.
- სასურველია ყოველ 8 საათში შეფასდეს საკვები ნიადაგის ფერი, რათა ადრეულად მოხდეს პროცესის შეფასება. როდესაც იასამნისფერი ნიადაგი იწყებს გაყვითლებას ეს ნიშნავს, რომ მასში ცოცხალი სპორებია წარმოდგენილი, შესაბამისად სტერილიზაციის ციკლი არაეფექტური იყო.
- მხოლოდ 24 საათის შემდეგ შეგიძლიათ საბოლოოდ შეაფასოთ SCBI. თუ სტერილიზატორიდან გამოღებული SCBI ფერს არ იცვლის, ხოლო საკონტროლო SCBI გაყვითლებულია, ითვლება, რომ სტერილიზაციის პროცესი ეფექტურად წარიმართა და მასში არსებული გასტერილებული მასალა შეგიძლიათ გაუშვათ გამოსაყენებლად.
- დადებითი SCBI (გაყვითლებული) უნდა დაამუშაოთ ადექვატურად.
გაფრთხილებები და რეკომენდაციები
ჩვენ გირჩევთ ყოველთვის გამოიყენოთ 2 (ორი) SCBI მონიტორინგისთვის ორთქლის სტერილიზაციის ციკლში.
ორთქლის სტერილიზატორი არ გამოიყენოთ მანამ, სანამ SCBI უარყოფით შედეგს არ აჩვენებს.
შენახვის პირობები და გაუვნებელყოფა
შენახვის პირობები განთავსებულია SCBI–ის იარლიყზე
დამატებითი ინსტრუქციების და ინფორმაციისთვის მოითხოვეთ TDS (ტექნიკურ მონაცემთა ფურცელი), რომელშიც ნახავთ SCBI–ის გაუვნებელყოფისა და უსაფრთხოდ გამოყენებისა წესებს.