ინტეგრატორი ორთქლის ინდიკატორია და განთავსების ადგილზე სტერილიზაციის პირობების შესაფასებლად გამოიყენება.
ინტეგრატორი შექმნილია და ეფუძნება ISO11140–1 სტანდარტს. იგი საბოლოო ფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, როცა სტერილიზაციის ტემპერატურის, დროისა და სატურირებული ორთქლის საჭირო კომბინაციაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ინეგრატორის მეშვეობით შემდეგი ხარვეზების აღმოჩენაა შესაძლებელი:
◆ - სტერილიზაციის ტემპერატურა მეტისმეტად დაბალია
◆ - სტერილიზაციის ტემპერატურა მეტისმეტად მაღალია
◆ - სტერილიზაციის დრო მეტისმეტად ხანმოკლეა
◆ - სტერილიზაციის დრო მეტისმეტად ხანგრძლივია
◆ - ორთქლის არასაკმარისი შეღწევადობა
ინტეგრატორი ფერს იცვლის საწყისი ლურჯიდან საბოლოო ვარდისფერამდე. ჩვენი ინტეგრატორები დაკალიბრებულია შემდეგ მონაცემებზე:
134ºC - 3,5 წთ / 121ºC - 14 წთ
სტანდარტები
ინტეგრატორი შეესაბამება შემდეგ სტანდარტებს:
ქიმიური ინდიკატორი: ISO 11140-1 ტიპი 5
გთხოვთ იხილეთ შესაბამისობის დეკლარაცია ამ დოკუმენტის ბოლოს.
ინტეგრატორი 55 x 25 მმ–ია (სიგრძეxსიგანე) და შედგება შემდეგი ნივთიერებებისგან:
- მატარებელი: ქაღალდი 300 გ/მ2
- ინდიკატორები: მელანი, წყლის ფუძეზე, არახსნადი, არატოქსიური, არა მძიმე მეტალები
- ლაქი: წყლის ფუძეზე, არახსნადი, არატოქსიური, არა მძიმე მეტალები.
- ყუთი: მუყაო
- ყუთის იარლიყი: არ მოყვება
- ინსტრუქცია: შეფუთვაში არ დევს
ინტეგრატორი ISO13485 სტანდარტებზე დაფუძნებული პროცედურებითაა შექმნილი. ყველა სამუშაო ინსტრუქცია და მეთოდოლოგია ექვემდებარება ხარისხის შეფასების სისტემას, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება 2 შიდა (6 თვეში ერთხელ) და 1 გარე (წელიწადში ერთხელ) აუდიტს.
SP Medikal–ის მიერ წარმოებული ყველა პროდუქტი მიკვლევადია მათი სერიული ნომრების მიხედვით. წარმოების ფაილები ინახება საწარმოში 10 წლის განმავლობაში
საჭიროების შემთხვევაში, უკან გაწვევის პროცედურაც ჩვენი ხარისხის ერთერთი შემადგენელი ნაწილია
ინტეგრატორები შეფუთულია მუყაოს კოლოფში ზომებით 63მმX130მმX28მმ. ერთ კოლოფში მოთავსებულია 500 ერთეული ინტეგრატორი
თითოეულ შეფუთვაზე დატანილი შენახვის პირობების დაცვა უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხს ვადის გასვლამდე პერიოდში, რის გარანტორსაც წარმოადგენს მწარმოებელი.
შენახვის პირობების აღმნიშვნელი სიმბოლოები (ISO 15223-1 მიხედვით)