ინვაზიური სამედიცინო ინსტრუმენტებისა და თერმოსენსიტიური სამედიცინო აღჭურვილობის მაღალი დონის სადეზინფექციო, გამოყენებისთვის მზა ხსნარი
CE1639
გამოყენება
გლუტასეპტ S გლუტარალდეჰიდზე დაფუძნებული მაღალი დონის დეზინფექტანტია, რომელიც განკუთვნილია:
- ინვაზიური სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების მაღალი დონის დეზინფექციისათვის
- თერმომგრძნობიარე და თერმორეზისტენტული სამედიცინო ინსტრუმენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების მაღალი დონის ცივი სტერილიზაციისათვის.
მახასიათებლები
- გლუტასეპტ S სტაბილიზებული გლუტარალდეჰიდის გამოყენებისთვის მზა წყალხსნარია. იგი მაღალეფექტური და სწრაფმოქმედი დეზინფექტანტია. ორგანული დატვირთვა ხსნარის მიკრობიოლოგიურ აქტივობაზე გავლენას არ ახდენს. ის შესანიშნავი ნივთიერებაა და ადვილად გამოსაყენებელია - არ საჭიროებს აქტივატორს.
- გარეგნული სახე - უფერო გამჭვირვალე სითხე
- pH: - 6.0-8.0
ინგრედიენტები: 100 გ გლუტასეპტ S შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები
2,5 გ გლუტარალდეჰიდი (CAS 111-30-8)
დამხმარე ინგრედიენტები:
კოროზიის ინჰიბიტორები, გამხსნელები, ტენზიდები, სურნელი
კლასიფიკაცია
გლუტასეპტ S შეესაბამება ევროპული სამედიცინო დივაისების დირექტივა 93/42/CEE-ს მოთხოვნებს და კლასიფიცირებულია, როგორც სამედიცინო დივაისი - კლასი IIბ
მოქმედების სპექტრი:
ბაქტერიოციდული, მიკობაქტერიოციდული, ფუნგიციდური, ვირუციდული და სპოროციდული
მიკრობიოლოგიური აქტივობა
|
ტესტ მეთოდი
|
ექსპოზიციის დრო
|
ბაქტერიოციდული (P.aeruginosa,S.aureus,E.hirae)
|
EN 14561
|
5 წთ
|
ფუნგიციდური (C.albicans, A.niger)
|
EN 14562
|
5 წთ
|
მიკობაქტერიოციდული/ტუბერკულოციდური (M.terrae, M.avium)
|
EN 14348
|
15 წთ
|
სპოროციდული (B.Subtilis)
|
EN 13704
|
30 წთ
|
ვირუციდული (Poliovirus1, Adenovirus 5)
|
EN 14476
|
15 წთ
|
რეკომენდებული დოზირება
გლუტასეპტ S გამოყენებისათვის მზა, სტაბილიზებული ხსნარია, მას არც აქტივატორის და არც წყლის დამატება არ სჭირდება. ის ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისათვის 28 დღემდე.
დეზინფექცია, რეკომენდებული ექსპოზიციის დროით (ნაჩვენებია ქვემოთ, ცხრილში) დასამუშავებელი საგნების ხსნარში ჩაყურსვით, ხორციელდება.
მაღალი დონის დეზინფექციის მისაღწევად, სამედიცინო მოწყობილობა სრულად უნდა დაიშალოს მის შემადგენელ ნაწილებად (როგორც ეს შესაძლებელია), უნდა დაიხსნას მის ზედაპირზე არსებული ყველა გასავალი და ჩაიყურსოს ხსნარში, ისე რომ სრულად დაიფაროს იგი და დარჩეს მასში პრეპარატის ზემოქმედებამდე.
დეზინფექციის შემდეგ, გარეცხეთ მოწყობილობა დემინერალიზებული წყლით და გააშრეთ.
სამიზნე
|
მოქმედების სპექტრი
|
ექსპოზიცია
|
ინვაზიური სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების, თბომგრძნობიარე და თბორეზისტენტული სამედიცინო მოწყობილობები
|
ბაქტერიოციდული, მიკობაქტერიოციდული, ვირუციდული და ფუნგიციდური
|
15 წთ
|
სპოროციდული
|
30 წთ
|
დეზინფექცია ხორციელდება მხოლოდ დახურულ ჭურჭელში !
შენახვის პირობები
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ, ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და ვენტილირებულ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, 50C-350C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ნუ ჩაღვრით დრენაჟებსა და გარემოში. ნარჩენების და ცარიელი კონტეინერების გაუვნებელყოფისთვის იხილეთ შესაბამისი ინსტრუქციები უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელში.
შეფუთვა : ბალონები 5ლ
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი
შპს ჟივას,
ასენ იორდანოვის ბლვრდ 14, სოფია 1592, ბულგარეთი
ტელ/ფაქსი: +359 2 9817823, +359 2 9802507
zhivas@techno-link.com; www.zhivas.com