ბიორად ქლინ ფლეშ OPA
BIORAD CLEAN FLASH OPA
სამედიცინო ინსტრუმენტებისა და ენდოსკოპების მაღალი დონის დეზინფექტანტი, გამოყენებისთვის მზა ხსნარი 5000 მლ
ქიმიური შემადგენლობა: ორთო–ფტალალდეჰიდი 0,55%, კოროზიის ინჰიბიტორები და დამხმარე აგენტები
მახასიათებლები: ბიორად ქლინ ფლეშ OPA, გამოყენებისთვის მზა საშუალებაა და ადეზინფიცირებს და ასტერილებს 5 (ხუთ) წუთში. მისი გამოყენება შესაძლებელია მრავლჯერადად მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. შეფუთვას თან ახლავს დოზირებული ფხვნილი, რომელიც ახდენს ხსნარის დეაქტივაციას 14 დღის შემდეგ. დეაქტივირებული ხსნარის ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში უსაფრთხოა. იგი შეიცავას კოროზიის ინჰიბიტორებს. ბიორად ქლინ ფლეშ OPA უსუნო, უფერო და არატოქსიური დეზინფექტანტია სამედიცინო აღჭურვილობის, დრეკადი და რიგიდული ენდოსკოპებისათვის. იგი არ შეიცავს ფენოლსა და ფორმალდეჰიდს.
გამოყენება: ბიორად ქლინ ფლეშ OPA გამოიყენება როგორც ენდოსკოპთა სარეცხ მანქანებში, ისე მანუალური დამუშავებისთვის. ჩაასხით ხსნარი სადეზინფექციო რეზერვუარში. მანამდე ენზიმურ ხსნარში გარეცხილი აღჭურვილობა კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, რომ მაქსიმალურადაა დაშლილია მის შემადგენელ ნაწილებად და იმგვარად მოათავსეთ ხსნარში, რომ დეზინფექტანტმა სრულად დაფაროს ყველა დეტალი. დახურეთ რეზერვუარის თავსახური. დაელოდეთ 5(ხუთი) წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ აღჭურვილობა ხსნარიდან და გარეცხეთ საკმაო რაოდენობით წყლით. თუკი სამუშაო ხსნარის ვადის გასვლამდე იგი შესამჩნევად დაბინძურდება, რეკომენდებულია მისი შეცვლა. სამუშაო ხსნარის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს ადგილობრივი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ენდოსკოპთა ავტომატურ სარეცხ და სადეზინფექციო მანქანებში გამოყენებისთვის, მიჰყევით მწარმობელი კომპანიების მიერ ამ მანქანების ექსპლუატაციის ინსტრუქციებს.
ბიორად ქლინ ფლეშ OPA ძალზედ მოსახერხებელია ნებისმიერი ტიპის ქირურგიული აღჭურვილობის, სითბომგრძნობიარე საანესთეზიო აქსესუარების (ამბუს ნიღაბი და სხვ), ყველა ტიპის ენდოსკოპისათვის (Karl Storz, Olympus, Pentax, Fujinon, როგორც რიგიდული, ასევე დრეკადი) და ყველა სახის ქირურგიული, მათ შორის ლაპარასკოპიული აღჭურვილობისათვის. ის არანაირ ზიანს არ აყენებს ენდოსკოპს, როგორიცაა ჟანგი, კოროზია, დარბილება, ფერის შეცვლა და ა.შ. ბიორად ქლინ ფლეშ OPA შეთავსებადია რეზინის, პლასტმასის, PVC–ს, აკრილის პოლიმერის, პოლიკარბონატის, პოლისტირენის, HDPE (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის), ფაიფურისა და ჟანგავი ფოლადის მასალებთან.
ანტიმიკრობული მახასიათებლები: ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, სპოროციდული, ვირუციდული, მიკობაქტერიციდული, ტუბერკულოციდური.
ხარისხის სტანდარტები: ISO/EN EN13727, EN14476, EN13624, EN14348, EN13704, EN1650, CAS 111-30-8, CE 2195, 93/42 EEC
შენახვის პირობებზე, უსაფრთხოებაზე, ნარჩენების გაუვნებელყოფაზე და სხვა დეტალურ ინფორმაციისთვის მოიძიეთ პროდუქტის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (SDS)
მწარმოებელი Necm Kimya, თურქეთი, +90 216 669 0 666, www.necmkimya.com.tr, info@necmkimya.com.tr